ღვინისა და გიდის ონლაინ კლასი
26/03/2021 – დასრულდა გადაღებები DMO Visit Kkaheti-ს ინიციატივით და USAID- ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით
შექმნილი ონლაინ
სასწავლო კურსითვის „ღვინის და გიდის ონლაინ კლასი“, რომელიც პირველი
დისტანციური სასწავლო კურსია ღვინის ტურიზმის მიმართულებით.
https://www.facebook.com/watch/?v=270612754586454
კურსი მოიცავს 14 უმთავრეს თემას, რაც უმნიშვნელოვანესია პროფესიულ დონეზე და
ეფექტურად წარუდგინოთ სტუმრებს ჩვენი ერთ-ერთი სიამაყე – ქართული ღვინო.
კურსის ფარგლებში წარმოადგენილია 14 თეორიული სალექციო ტიპის ვიდეო და ასევე,
14 წარმატებული მეღვინის ისტორია, პრაქტიკული რჩევები, რომლებიც დაეხმარება
კურისის მომხმარებელს აქციოს თავისი საოჯახო საღვინე მეურნეობა წარმატებულ
ბიზნესად ან გიდს, რომ ის იქცეს წარმატებულ ღვინის გიდად. კურსის ფარგლებში
ატვირთულია ასევე საკითხავი მასალა.
კურსი ონლაინ პლატფორმაზე აპრილის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი და კურსთან
დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციაც მალე გახდება ცნობილი მომხმარებლისთვის.