ჩვენს შესახება(ა)იპ კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია ვიზით კახეთი(შემოკლებით DMO Visit Kkaheti) 2019 წლის თებერვალში დაარსდა კახეთისმხარის ტურისტული პოტენციალის განვითარების და წარმოჩინების მიზნით;ორგანიზაციის დამფუძვნებლები არიან კახეთის მხარის ყველამუნიციპალიტეტის მერია და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულისადმინისტრაცია.ჩვენი ორგანიზაციის მისიაDMO Visit Kakheti-ის მისიაა კახეთის მდგრადი ტურიზმის გრძელვადიანიგანვითარება, ბრენდის გაუმჯობესება, რეკლამირება და მარკეტინგი, დაგეგმვადა კვლევების ჩატარება, ხარისხისა და პროფესიონალური მომსახურებისუზრუნველყოფა, ისევე, როგორც ტურიზმის სფეროს დაინტერესებულ მხარეებთანმიმდინარე თანამშრომლობისა და აქტიური მონაწილეობის შედეგად მიმზიდველიტურისტული პროდუქტების შექმნა ტურიზმიდან მათი სარგებლისა და ვიზიტორთაკმაყოფილების გასაზრდელად. DMO Visit Kakheti-ი შექმნის მაღალი ხარისხისტურისტულ გამოცდილებებს და, ამავდროულად, მოახდენს მომხმარებლებისთვისმიწოდებული მომსახურების ტიპების მაქსიმიზაციას ყველაზე ხარჯთ-ეფექტიანიგზით. DMO Visit Kakheti-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: ტურიზმისმარკეტინგული საქმიანობა -პოპულარიზაცია და ბრენდირება, სხვადასხვადონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა ბრენდის განვითარების მიზნით,ტურისტული პროდუქტის განვითარება, ტურისტული პროდუქტის ხარისხისგანვითარება და მართვა, ასევე ინვესტიციების მოძიება, ინვესტორებისხელშეწყობა და საინიციატივო პაკეტების მომზადება. DMO აქტიურად თანამშრომლობს და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებსყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომლებიც მიზნად ისახვენ კახეთის მხარისგანვითარებას და მისი მონაწილეობით საქართველოს განვითარებისხელშეწყობას. ჩვენ ვაკავშირებთ და ხელს ვუწყობთ რეგიონში არსებულისხვადასხვა მოთამაშეების, კერძო ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიძაციებისდა სახელმწიფო სტრუქტურების, ურთიერთთანამშრომლობას