Merano WIneFestival Merano WIneFestival
  • სიახლე
    • კვარტალური ბიულეტენი
    • გალერეა
    • მნიშვნელოვანი პროექტები
  • ღონისძიებები
  • კვლევები
    • სტატისტიკა
  • დაგეგმე ტური
    • ჩვენ შესახებ
    • რუკა
  • პარტნიორები
  • გალერეა
    • ვიდეო გალერია
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English
  • სიახლე
    • კვარტალური ბიულეტენი
    • გალერეა
    • მნიშვნელოვანი პროექტები
  • ღონისძიებები
  • კვლევები
    • სტატისტიკა
  • დაგეგმე ტური
    • ჩვენ შესახებ
    • რუკა
  • პარტნიორები
  • გალერეა
    • ვიდეო გალერია
  • კონტაქტი
  • ქართული
  • English

დეკემბერი 2020

Merano WIneFestival

კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია
” ვიზით კახეთი ” აგრძელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიო ბაზარზე და 2019 წლის ნოემბერში, იტალიაში დაგეგმილილ ” Merano WIneFestival ” – ზე წარადგენს 8 ღვინის მარანს კახეთიდან.
📌არსებობის 28 – ე წლის აღსანიშნავად ფესტივალზე ხუთი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება მრავალი ღვინის კომპანია და სხვადასხვა ტიპის საკვები პროდუქტი. 450 – ზე მეტი მეღვინე, კულინარული პროდუქციის 200 – ზე მეტი მწარმოებელი.
📌კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია
” ვიზით კახეთი ” უერთდება აღნინულ ფესტივალს და განაგრძობს მუშაობას კახეთის განვითარებისთვის.

Read More

ქართული ღვინის გამოფენა “ექსპო ჯორჯია” 2019

DMO – ” Visit Kakheti ” აგრძელებს კახეთის რეგიონის პოპულარიზაციას!

ქალაქ თბილისში ჩატარდა ღვინის მეთორმეტე გამოფენა,
” ექსპო ჯორჯია, ” სადაც თექვსმეტი მცირე ღვინის მარანი წარმოდგენილი იქნა კახეთიდან DMO – ” Visit Kakheti ” – ს დაფინანსებით. მათგან რვა ღვინის მცირე მარანმა კონკურსში მიიღო მონაწილეობა!

მათ შორის, ერთ – ერთმა თელავის მცირე ღვინის მარანმა – ” ზურაბ კვირიაშვილის ვენახები ” – ს ღვინომ თეთრი, მშრალი მწვანემ აიღო ოქროს მედალი!
DMO – ” Visit Kakheti ” ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.

ჩვენ გვიყვარს კახეთი!
კახეთი შენი საუკეთესო მასპინძელია!

Read More

„საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019“

თელავის მუნიციპალიტეტში, წინანდლის მამულში მდებარე სასტუმროში – “Radisson Collection Estate Tsinandali” საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019“ გაიმართა.

ფორუმი, რომელშიც საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მაღალი რანგის უცხოელი ინვესტორები მონაწილეობდნენ, მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მისასალმებელ სიტყვაში პრემიერმა რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე, კახეთის მხარის ეკონომიკურ პოტენციალზე, ტურიზმის, მეღვინეობის, კაკლოვანი კულტურებისა და ზეთისხილის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონულ ფორუმში 20-ზე მეტმა საერთაშორისო და 150-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

” დარწმუნებული ვარ, „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019“ კარგი მაგალითი, საუკეთესო პრაქტიკა გახდება ქვეყნის სხვა
რეგიონებისთვის, რომელთაც რეგიონის ტრადიციისა და ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით მიეცემათ შესაძლებლობა გააუმჯობესონ საინვესტიციო გარემო, გააცნონ განვითარების ხედვები და გაუზიარონ ინციატივები ინვესტორებს. ვუსურვებ განვითარების ახალ ტალღას კახეთს და საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. გისურვებთ მეტ ინვესტიციას რეგიონებში“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

„საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019“ საქართველოს მთავრობისა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, სსიპ აწარმოე საქრთველოს, სამრეწველო – სავაჭრო პალატის და ააიპ DMO – ” Visit Kakheti ” – ის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.

Read More

ბათუმის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

DMO “ვიზით კახეთი” ბათუმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 10-12 მაისი!
უამრავი მნახველი ჩვენი სტენდის და თელავის მუსიკალური ჯგუფის ” Live… Complain ” – ის პრეზენტაცია ამ გამოფენაზე !
შესანიშნავი ბიჭები, კარგი გემოვნებიანი მუსიკა, კარგი ღვინო და მასპინძლობა იყო ჩვენი სავიზიტო ბარათი!
ჩვენ გვიყვარს კახეთი!
ჩვენ ვაკეთებთ კახეთის პოპულარიზაციას!
DMO – ” Visit Kakheti ” – თქვენი საუკეთესო მასპინძელი კახეთში!

Read More

„China Outbound Travel and Tourism Market – COTTM 2019“

2019 წლის 15 – 17 აპრილს ჩინეთში, ქალაქ პეკინში ჩატარდა ტურიზმის საერთაშორისო ბიზნეს გამოფენა „China Outbound Travel and Tourism Market – COTTM 2019“, სადაც ააიპ ” კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია – Visit Kakheti ” – მა მიიღო მონაწილეობა.

მოხდა ინფორმაციის გაცვლა ადგილობრივ და სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ ორგანიზაციებთან.

სტენდს ეწვია საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, საელჩოს დიპლომატებთან ერთად.

გამოფენის განმავლობაში ორგანიზაციამ გამართა საქმიანი შეხვედრები ჩინეთის წამყვან ტურისტულ კომპანიებთან, რამაც ხელი შეუწყო კახეთის რეგიონის ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას აღმოსავლურ ბაზარზე.

Read More

საერთაშორისო გამოფენა კიევში

2019 წლის 27-30 მარტს უკრაინაში, ქალაქ კიევში ჩატარდა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა, სადაც „ კახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციამ – Visit Kakheti” მა / DMO – მ ” მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, კახეთის რეგიონის ტურიზმის სექტორში ჩართულმა ობიექტებმაც:
1.#ლოპოტა
2.#შატომერე
3.#შატოყვარელი
4.#თუშეთის საოჯახო სატუმროები
5.#კახეთის რეგიონის საოჯახო სასტუმროები.
6.ტურისტული კომპანია „ #DinaTravel“
7.#კახეთში არსებული ღვინის მარნები
რომლის შესახებ ინფორმაცია წარადგინა DMO / “კახეთის ადგილის მართვის ორგანიზაციამ -Visit Kakhet“- მა
გამოფენა მეტად საინტერესოდ ჩატარდა, მოხდა ინფორმაციების გაცვლა სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ ორგანიზაციებთან და დაიგეგმა მათთან ერთად სამომავლო ერთობლივი აქტივობები.
ამის გარდა DMO / კახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია – Visit Kakhet – ი აქტიურად იყო ჩართული გამოფენის სხვადასხვა დამატებით მხატვრულ ღონისძიებებში, რამაც ხელი შეუწყო კახეთის რეგიონის ცნობადობის ამაღლებას და მის პოპულარიზაციას.

Read More

დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის – „ ვიზით კახეთი “- ს წარდგენა

✔️2019 წლის 22 მარტს კახეთის მხარეში არსებული ტურიზმის განვითარების სფეროში დაინტერესებული კერძო სექტორის წარმომადგენლები, თელავში სასტუმრო „ძველი თელავი”- ს საკონფერენციო დარბაზში შეხვდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და მუნიციპალური განვითარების ფონდს, კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია – „ ვიზით კახეთი “- თან ერთად.
✔️შეხვედრის თემა იყო დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის – „ ვიზით კახეთი “- ს გაცნობა – როგორც რეგიონში ერთ – ერთი მნიშვნელოვანი მარკეტინგული ორგანიზაციის, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე მარკეტინგს გაუწევს კახეთში არსებულ ტურიზმის და ტურისტულ ობიექტებს.
შეხვედრაზე განხილული იყო სამომავლო ერთობლივი ნაბიჯები და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

Read More

ბერლინის საერთაშორისო მოგზაურობის გამოფენა

✔️კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია „ ვიზით კახეთი“ 05.03-08.03.2019 წარსდგა ბერლინის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე, საკუთარი სტენდით. გამოფენის განმავლობაში ორგანიზაციამ გამართა ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეხვედრა.

✔️აღსანიშნავია, რომ სტენდს სტუმრობდნენ, ბერლინის მერი ბატონი მიხაელ მიულერი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

✔️ასევე სტენდს სტუმრობდა მსოფლიო ბანკის ძირითადი ექსპერტი დესტინაციის მართვასა და მარკეტინგში კაი პარტალე.

✔️კახეთის ტურისტული პოტენციალის ცნობადობის გაზრდის მიზნით ახლო მომავალში დაგეგმლია მსგავსი ღონისძიებები.

Read More

კახეთის რეგიონში პირველი „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO) განვითარებისთვის

2018 წლის 11-12 აპრილს თელავში, „კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო“-ს (KRDA) თანამშრომლებთან, საქმიანი შეხვედრა და ტრენინგი ჩატარდა, კახეთის რეგიონში პირველი „დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ (DMO) განვითარებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს კახეთში ტურიზმის მარკეტინგისა და პოპულარიზაციის საქმიანობის განხორციელებას.
პროექტს ახორციელებდა მსოფლიო ბანკი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ტრენინგს უძღვებოდნენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები:
იანეზ სირსე – გუნდის ხელმძღვანელი,
კაი პარტალე – ძირითადი ექსპერტი დესტინაციების მართვაში და მარკეტინგში.
DMO ორგანიზაცია ხელს შუწყობს მდგრადი ტურისტული პროდუქტების შექმნასა და გაუმჯობესებას, ხარისხის სტანდარტების და ადამიანური რესურსების განვითარებას ტურიზმში, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნასა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულ სექტორს განვითარებაში.

KRDA-ს აღმასრულებელი დირექტორის მალხაზ ჭრელაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს.

Read More

ქართულ-ესპანური ინოვაციებისა და კვლევების ცენტრი

ქართულ-ესპანური ინოვაციებისა და კვლევების ცენტრი, (ესპანური ცენტრი “იბერია”), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის- GAU თანამშრომლებთან ერთად, დაინტერესდა “კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს” -KRDA მუშაობით. ისაუბრეს ევროპული გამოცდილების გაზიარებაზე და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და რეალიზაციაზე სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის, კოოპერაციის მხარდამჭერ მიმართულებებზე. ასევე ამ და სხვა დარგში მომუშავე სპეციალისტების გადამზადებასა და სტაჟირების თემებზე.

Read More

ბოლო ჩანაწერები

  • ღვინისა და გიდის ონლაინ კლასი
  • Merano WIneFestival
  • ქართული ღვინის გამოფენა “ექსპო ჯორჯია” 2019
  • „საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი – კახეთი 2019“
  • ბათუმის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

ბოლო კომენტარები

    არქივები

    • მარტი 2021
    • დეკემბერი 2020

    კატეგორიები

    • სიახლეები

    მეტა

    • შესვლა
    • ჩანაწერების არხი
    • კომენტარების არხი
    • WordPress.org

    პოსტების ნავიგაცია

    1 2 »
    Follow US