ესტუმრე

კახეთს

მოგვწერეთ

    დაგვიკავშირდით

    (+995) 350 23 21 31

    dmovisitkakheti@gmail.com


    ერეკლე II – ის გამზირი N9 2200, ქ. თელავი, საქართველო;

    ა(ა)იპ კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია ვიზით კახეთი (შემოკლებით DMO Visit Kkaheti) 2019 წლის თებერვალში დაარსდა კახეთის მხარის ტურისტული პოტენციალის განვითარების და წარმოჩინების მიზნით; ორგანიზაციის დამფუძვნებლები არიან კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტის მერია და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

    ჩვენი ორგანიზაციის მისია

    DMO Visit Kakheti-ის მისიაა კახეთის მდგრადი ტურიზმის გრძელვადიანი განვითარება, ბრენდის გაუმჯობესება, რეკლამირება და მარკეტინგი, დაგეგმვა და კვლევების ჩატარება, ხარისხისა და პროფესიონალური მომსახურების უზრუნველყოფა, ისევე, როგორც ტურიზმის სფეროს დაინტერესებულ მხარეებთან მიმდინარე თანამშრომლობისა და აქტიური მონაწილეობის შედეგად მიმზიდველი ტურისტული პროდუქტების შექმნა ტურიზმიდან მათი სარგებლისა და ვიზიტორთა კმაყოფილების გასაზრდელად. DMO Visit Kakheti-ი შექმნის მაღალი ხარისხის ტურისტულ გამოცდილებებს და, ამავდროულად, მოახდენს მომხმარებლებისთვის მიწოდებული მომსახურების ტიპების მაქსიმიზაციას ყველაზე ხარჯთ-ეფექტიანი გზით.

    DMO Visit Kakheti-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: ტურიზმის მარკეტინგული საქმიანობა -პოპულარიზაცია და ბრენდირება, სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა ბრენდის განვითარების მიზნით, ტურისტული პროდუქტის განვითარება, ტურისტული პროდუქტის ხარისხის განვითარება და მართვა, ასევე ინვესტიციების მოძიება, ინვესტორების ხელშეწყობა და საინიციატივო პაკეტების მომზადება.

    DMO აქტიურად თანამშრომლობს და ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომლებიც მიზნად ისახვენ კახეთის მხარის განვითარებას და მისი მონაწილეობით საქართველოს განვითარების ხელშეწყობას. ჩვენ ვაკავშირებთ და ხელს ვუწყობთ რეგიონში არსებული სხვადასხვა მოთამაშეების, კერძო ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიძაციების და სახელმწიფო სტრუქტურების, ურთიერთთანამშრომლობას.