2019 წლის 15 – 17 აპრილს ჩინეთში, ქალაქ პეკინში ჩატარდა ტურიზმის საერთაშორისო ბიზნეს გამოფენა „China Outbound Travel and Tourism Market – COTTM 2019“, სადაც ააიპ ” კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია – Visit Kakheti ” – მა მიიღო მონაწილეობა.
მოხდა ინფორმაციის გაცვლა ადგილობრივ და სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ ორგანიზაციებთან.
სტენდს ეწვია საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, საელჩოს დიპლომატებთან ერთად.
გამოფენის განმავლობაში ორგანიზაციამ გამართა საქმიანი შეხვედრები ჩინეთის წამყვან ტურისტულ კომპანიებთან, რამაც ხელი შეუწყო კახეთის რეგიონის ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას აღმოსავლურ ბაზარზე.